ევროპის ჩემპიონი ირაკლი მახაშვილი ბოლნისის მერიისგან დაჯილდოვდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბოლნისელი პარამკლავჭიდელები რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობენ. მეტად სასიხარულოა, რომ დღეს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მთავარი მწვრთნელი, ირაკლი მახაშვილი, ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონი გახდა. გულითადად ვულოცავ ჩვენს წარმატებულ სპორტსმენს გამარჯვებას, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც მისი სპორტული კარიერისთვის, ისე ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ასევე, წარმატებებს ვუსურვებ ბოლნისელ პარამკლავჭიდელს რატი…