მარნეულში ადგილობრივი წარმოებისა და ქართული ხორბლის განვითარების მიმართულებებს გაეცნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად, „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ეწვია და საწარმოო პროცესს გაეცნო.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ 50-ზე მეტი სახეობის საკვებ პროდუქტს აწარმოებს. საწარმოს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ამირან გიორგაძემ და დელეგაციის წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი კომპანია „ლომთაგორას“ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დაათვალიერეს და ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

„ლომთაგორა“ ხორბლისა და სიმინდის მოყვანას, სათესლე მეურნეობას, მეცხოველეობასა და აგროპროდუქციის გადამუშავებას ახორციელებს. საწარმო აღჭურვილია ქვის წისქვილებით, სადაც ქართული ხორბლისა და სიმინდისგან სხვადასხვა სახეობის ფქვილი მზადდება.

ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, ქართული ხორბლის ჯიშების შენარჩუნებასა და განვითარებასა და აგროსექტორის პოტენციალის გაძლიერებაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading