მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ბოლნისში გამართულ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2026“ დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის კუთხე, სადაც სტუმრებს მუნიციპალიტეტის კულტურის, ტრადიციებისა და ადგილობრივი თავისებურებების გაცნობა შეეძლოთ. 🎶 დღესასწაულის პროგრამა მოიცავდა კულტურულ და გასართობ აქტივობებს, ადგილობრივი პროდუქციისა და ბოლნური ღვინის გამოფენა-დეგუსტაციას, ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებასა და გალა-კონცერტს. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ 15 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და 15 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. გამარჯვებული პროექტი – „კულტურული მრავალფეროვნება – მსოფლიო“ – მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმოჩენას, კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციასა და სხვადასხვა კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას დაახლოებით 150 მოხალისე მიიღებს, რომლებიც ერთობლივი აქტივობების…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეებს მოუსმინა და მათ მიერ დასმულ საკითხებს გაეცნო. მერის განცხადებით, მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინონ, პრობლემები დეტალურად შეისწავლონ და შესაბამის სამსახურებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე იმუშაონ. „თითოეული შეხვედრა შესაძლებლობას გვაძლევს, ადგილზე მოვისმინოთ მოქალაქეების საჭიროებები, დეტალურად გავეცნოთ მათ პრობლემებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად,…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მუნიციპალიტეტის მერმა გერმანელ დიპლომატს ბოლნისში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ზამურ ჭითანავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანული უბნის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტზე. პროექტი გერმანული კვარტლის ისტორიული და ავთენტური იერსახის შენარჩუნებასა და განახლებას ითვალისწინებს. ალექსანდრე ზაბახიძემ ქალაქში შემორჩენილი გერმანული მარნების მნიშვნელობაზე…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების ეფექტიანად მიწოდება, დასახული ამოცანების შესრულება და სამსახურებს შორის სამუშაო პროცესის კოორდინაცია. მერმა სამსახურის უფროსებს კონკრეტული მიმართულებებით არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა დაავალა.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი განცხადებას ავრცელებს .

მარნეულში მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს აღარ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, კულტურის სახლის რეაბილიტაციის გამო ფესტივალის მოსამზადებლად საჭირო სამუშაო სივრცე მათ არ აქვთ, ხოლო ალტერნატიული ფართის მოძიება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ,,მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს არ გაიმართება. გვინდა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს, სამწუხაროდ, ვერ გაიმართება. ფესტივალის მოსამზადებლად, მონაწილეებთან სამუშაოდ და საორგანიზაციო პროცესის სრულფასოვნად…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მერიაში სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორებს შეხვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, სტუდენტთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა. მერმა სტაჟიორებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებისთვის პროფესიული გამოცდილების მიღებისა და საჯარო სამსახურის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობის შექმნა მნიშვნელოვანია. კონკურსის შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი სტაჟიორი შეარჩია და მათთან სამთვიანი ხელშეკრულებები გააფორმა. სტაჟიორები საქმიანობას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, მიხეილ აფციაური ანაზღაურებადი სტაჟირებისპროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორს შეხვდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, მერიაში სტუდენტთაანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა სტაჟიორს წარმატება უსურვა და ახალგაზრდასთან პროფესიულიგანვითარების, საჯარო სამსახურში პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა დამუნიციპალიტეტის საქმიანობის გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის დადგენილებისშესაბამისად, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადისტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის შედეგად თეთრიწყაროსმუნიციპალიტეტის მერიამ ერთი სტაჟიორი შეარჩია და მასთან ხელშეკრულება სამითვის ვადით…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სათნოების სახლის ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის სათნოების სახლის ბენეფიციარებს ესტუმრა და ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხანდაზმულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვეს. გიორგი სვანიძის განცხადებით, უფროსი თაობის მხარდაჭერა და მათი სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხანდაზმულებს დღე ასევე მიულოცეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილმა,…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური თვითმმართველობისწარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსგაეცნო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ორბელიანის ქუჩის 200-მეტრიანმონაკვეთს, ფარნავაზისა და ბაგრატიონის ქუჩებიდან მრავალბინიან საცხოვრებელსახლებთან მისასვლელ 265 მეტრ გზასა და ეზოებს.რეაბილიტაციის ფარგლებში, კეთილმოეწყობა თამარ მეფის ქუჩა №1-სა და №3-შიმდებარე მრავალბინიან სახლებთან მისასვლელი გზა.პროექტების საერთო ღირებულება 707 137 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებშიგანსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »