სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2005 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები შეაჯამა – დათვლილია ხმების 100%

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ყველა, 2005 საარჩევნო უბნის შედეგი შეაჯამა. დათვლილია ხმების 100%, რის შედეგადაც პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ გავიდა 49.81%-ით. წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილი დაიკავა პრორუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ბლოკმა „ძლიერი სომხეთი“ (23.29%), ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ (9.94%). პარლამენტში ასევე მოხვდა გაგიკ…

წაიკითხეთ მეტი

აზერბაიჯანში 2 ირანული დრონის ჩამოვარდნის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“5 მარტს, დაახლოებით შუადღისას, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე განხორციელდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით. ერთი დრონი დაეცა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას. მეორე დრონი ჩამოვარდა სოფელ შაქარაბადში, სკოლის შენობის მახლობლად. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ ამ თავდასხმებს, რამაც გამოიწვია აეროპორტის შენობის დაზიანება და ორი მშვიდობიანი…

წაიკითხეთ მეტი

ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპიის ფლორიდის რეზიდენციაში შეჭრა სცადა

შეჭრის მცდელობა დონალდ ტრამპიის ფლორიდის რეზიდენციაში – 21 წლის მამაკაცი ლიკვიდირებულია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. შემთხვევის დროს ტრამპი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა. BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ბენზინით სავსე ჭურჭელი. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

წაიკითხეთ მეტი

სროლა კანადაში: საშუალო სკოლაში 10 ადამიანი დაიღუპა, 25-ზე მეტი დაშავდა

კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირიც, ხოლო 25-ზე მეტი დაშავდა. პოლიციამ დაადგინა ეჭვმიტანილის ვინაობა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები ჯერ არ გასაჯაროვდება. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნმა მომხდარზე ღრმა მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ კრიზისში გაერთიანება ქვეყნის საუკეთესო თვისებაა: „ჩვენი ემპათია, ჩვენი ერთიანობა…

წაიკითხეთ მეტი

პარადოქსული საქმე კანზას სიტიში – ძარცვა ცოლისგან გაქცევის მიზნით

2016 წლის სექტემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზას სიტიში, უჩვეულო და პარადოქსული შემთხვევა მოხდა. ხანდაზმულმა მამაკაცმა, ლოურენს ჯონ რიპლმა, ბანკი განზრახ გაძარცვა, რადგან, როგორც მოგვიანებით განმარტა, ციხეში ყოფნა სახლში, ცოლთან მუდმივ კონფლიქტში ცხოვრებას ამჯობინა. რიპლმა მეუღლეს უთხრა, რომ შინ დარჩენას ციხეში წასვლა ერჩივნა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილების გვერდით მდებარე ბანკში შევიდა. მან მოლარეს ბარათი წარუდგინა წარწერით:…

წაიკითხეთ მეტი

ლიბიაში მუამარ კადაფის ვაჟიშვილი, სეიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

ლიბიის ქალაქ ზინტანში ქვეყნის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟიშვილი – სეიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს. ინფორმაციას DW ავრცელებს. მედიის ცნობით, სეიფ ალ-ისლამ კადაფი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს – მას რამდენჯერმე ესროლეს. DW-ის ინფორმაციით, კადაფის შვილი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავდა. ლიბია დღემდე ორად არის გაყოფილი და ქვეყანაში დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ ჯგუფებს შორის გრძელდება. სეიფ…

წაიკითხეთ მეტი

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა – 8 ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა

თურქეთის სამხრეთში, ანტალიის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. შემთხვევას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამოძიების პირველადი მონაცემებით, ავტობუსი გადაადგილდებოდა გადაჭარბებული სიჩქარით, რის შედეგადაც მძღოლმა მოსახვევში შესვლა ვერ შეძლო და ავტობუსი ფერდობზე გადავარდა.

წაიკითხეთ მეტი

უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს

მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერის, იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. მანამდე კი ანტიკორუფციულმა უწყებებმა ტიმოშენკოს ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, იულია ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს კონკრეტული კანონპროექტების მხარდაჭერის ან მათ…

წაიკითხეთ მეტი

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

BBC-ის ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და ქალაქ კორდობასთან ახლოს, ადამუზის მუნიციპალიტეტში, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურები. მიმდინარეობს დაშავებულთა გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში და მომხდარის მიზეზების გამოძიება.

წაიკითხეთ მეტი

ირანმა საჰაერო სივრცე გახსნა ✈️

Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა გუშინ დროებით დახურა საჰაერო სივრცე, თუმცა გამონაკლისი იყო ის საერთაშორისო რეისები, რომლებიც უშუალოდ ირანში მიემგზავრებოდა ან ირანიდან სრულდებოდა. მოგვიანებით შესაბამისი NOTAM-ი გაუქმდა და ფრენები ეტაპობრივად განახლდა. ერთ-ერთმა პირველებმა ირანში რეისების შესრულება განაახლეს Mahan Air-მა, Yazd Airways-მა და AVA Airlines-მა. ამ დროისთვის ირანის თავზე უკვე ათეულობით თვითმფრინავი დაფრინავს. როგორც Reuters წერს, საჰაერო სივრცის…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »