,,ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები არ აქვს”-აბას არაღჩი

„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. ჩამოხრჩობის საკითხი არ დგას“, – აღნიშნა არაღჩიმ Fox News-სთან ინტერვიუშიირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ. ამასთან, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო აქციები სინამდვილეში ტერორისტული ოპერაციები იყო და არა უბრალოდ დემონსტრაციები. „იყვნენ ტერორისტული ჯგუფები. მათ გამოიყენეს ისლამური სახელმწიფოს სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაუწყეს სროლა როგორც…

წაიკითხეთ მეტი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუ ირანის რეჟიმი დაკავებულ პირებს სიკვდილით დასჯის

ტრამპმა CBS News-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანში მიმდინარე მოვლენები მიუღებელია და მასობრივი სიკვდილით დასჯა მძიმე შედეგებს გამოიწვევს რეჟიმისთვის. „„თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს. ჩვენ არ გვსურს იმის ნახვა, რაც ირანში ხდება. იცით, თუ მათ პროტესტის გამოხატვა სურთ, ეს ერთი საკითხია, მაგრამ როდესაც ათასობით ადამიანის მკვლელობას იწყებენ და ახლა ჩამოხრჩობაზე მეუბნებით, ვნახოთ,…

წაიკითხეთ მეტი

ირანში კრიზისი მწვავდება – პროტესტი, რეპრესიები და ათასობით მსხვერპლი

ირანის ბოლო შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევიმ, ვიდეომიმართვით მოქალაქეებს მოუწოდა, არ დანებდნენ შიშს და ბრძოლა გააგრძელონ. მისი თქმით, რეპრესიების მიუხედავად, ათასობით სამხედრო და უსაფრთხოების ძალების წევრი სამსახურში არ გამოცხადდა. ფეჰლევიმ ინტერნეტისა და კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტებს რეჟიმის საინფორმაციო ინფრასტრუქტურის პარალიზებისკენაც მოუწოდა. “ჩემო თანამემამულეებო, რეჟიმი, მკაცრი რეპრესიების, მკვლელობებისა და კომუნიკაციების გათიშვის გზით, ცდილობს თქვენში შიშისა და ტერორის დანერგვას,…

წაიკითხეთ მეტი

ქმრის ქორწილში შესრულებული ცეკვით ცნობილი ბლოგერი ლიმდა იბრაგიმოვა ავარიაში მოჰყვა

ჩეჩენი ბლოგერი ლიმდა იბრაგიმოვა, რომელმაც პოპულარობა საკუთარი ქმრის მეორე ქორწილში შესრულებული ცეკვით მოიპოვა, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერის ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თავად ლიმდა ფიზიკურ დაზიანებებს გადაურჩა. მისი თქმით, მძიმეა ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ლიმდა იბრაგიმოვამ სოციალურ ქსელში თავად გააზიარა მომხდარის დეტალები და აღნიშნა, რომ ავარიამდე ცოტა ხნით ადრე…

წაიკითხეთ მეტი

ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს – მსახიობი დაკავებული არ ყოფილა

თურქი მსახიობი ჯან იამანი იტალიურ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს, საჯაროდ გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყო. მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მის მიმართ არასწორი ინფორმაცია წლების განმავლობაში ვრცელდება, თუმცა განსაკუთრებული უკმაყოფილება იტალიური პრესის მიმართ გამოთქვა, რომელმაც მისი თქმით, დაუზუსტებელი ცნობები გადააკოპირა. ჯან იამანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ…

წაიკითხეთ მეტი

დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებზე: „ისინი იწყებენ წითელი ხაზის გადაკვეთას“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვითარებას ვაშინგტონი სერიოზულად აფასებს. მისი თქმით, ირანში მოკლულები არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა დაეღუპათ. „ისინი იწყებენ „წითელი ხაზის“ გადაკვეთას და, როგორც ჩანს, მოკლულები არიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა მოეკლათ“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები შესაძლო რეაგირების რამდენიმე ძლიერ ვარიანტს…

წაიკითხეთ მეტი

უკრაინამ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ კუთვნილ საბურღ პლატფორმები დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა კასპიის ზღვაში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებლის – „ლუკოილის“ კუთვნილ სამი საბურღი პლატფორმა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, დარტყმები ასევე განხორციელდა რუსეთის 49-ე კომბინირებული შეიარაღებული არმიის საწყობსა და ტექნიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფზე, რომელიც ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარეობს.

წაიკითხეთ მეტი

ბრიჯიტ ბარდო სენ-ტროპეში დაკრძალეს – მსახიობის მეუღლემ მისი უკანასკნელი სიტყვები და გარდაცვალების მიზეზი გაამხილა

ფრანგული კინოს ლეგენდისა და სექს-სიმბოლოს, ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვის ცერემონია სენ-ტროპეში გაიმართა. მსახიობი ერთი კვირის წინ, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოსამშვიდობებელი ღონისძიება დახურული ფორმატით ჩატარდა და მას ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების წარმომადგენლები დაესწრნენ. ბრიჯიტ ბარდოს მეუღლის, ბერნარ დ’ორმალის განცხადებით, მსახიობი კიბოს დაავადებას ებრძოდა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ორი ოპერაციაც გადაიტანა. მისი…

წაიკითხეთ მეტი

⚠️ ბლოგერი იულია ბურცევა მოსკოვის კერძო კლინიკაში კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ გარდაიცვალა

ბლოგერი იულია ბურცევა მოსკოვის კერძო კლინიკაში ჩატარებული კოსმეტიკური პროცედურის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პროფესიული მოვალეობის არასათანადო შესრულებას და შედეგად სიკვდილის დადგომას გულისხმობს. გამომძიებლების ცნობით, 4 იანვარს, ტოკმაკოვის შესახვევში მდებარე კერძო კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო და კოსმეტიკური…

წაიკითხეთ მეტი

ტრამპი კოლუმბიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზეც საუბრობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირას კოლუმბიის მთავრობას სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთი ოპერაცია მისთვის „მისაღებია“.  ასეთი ოპერაცია მისთვის „მისაღებია“. „კოლუმბიაც ძალიან ავად არის, მასაც ავადმყოფი კაცი მართავს, რომელსაც უყვარს კოკაინის დამზადება და მისი შეერთებულ შტატებში გაყიდვა. ის ამას დიდხანს ვეღარ გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე. პირდაპირ კითხვაზე, განახორციელებს თუ არა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »