მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში დამატებითი ამანათების მიღება იწყება

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დამატებითი ამანათების მიღებას იწყებს.

ამანათების ჩაბარება პენიტენციურ დაწესებულებებში 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ამანათის სახით დაშვებული პროდუქტებია:

  • შემწვარი ან მოხარშული ხორცი – 3 კგ;
  • მოხარშული ქათამი – 1 ცალი და შემწვარი ქათამი – 1 ცალი;
  • ყველი – 2 კგ;
  • ხაჭაპური – 3 ცალი;
  • ლობიანი – 3 ცალი;
  • უკრემო ნამცხვარი;
  • კიტრი – 3 კგ;
  • პომიდორი – 3 კგ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზს – 1500.

სამსახურის განცხადებით, ამანათების მიღების პროცესი შეუფერხებლად განხორციელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading