ზამურ ჭითანავა ბოლნისში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“-ის საველე კომპონენტს დაესწრო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, დაესწრო ქალაქ ბოლნისში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“-ის საველე კომპონენტს. სწავლება სიმულაციური სცენარით ჩატარდა, სადაც წყალმოვარდნის სალიკვიდაციო სამუშაოები და რეიდი იმიტირებული იყო. მასში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-20 ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროები, შსს საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დანაყოფები, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. „დიდგორი 2025“-ის…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები ხორვატიაში ნატოს საველე სწავლებაში მონაწილეობდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოცეულმა ხორვატიის ქალაქ სლუნის საწვრთნელ ბაზაზე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის საველე სწავლებაში მიიღო მონაწილეობა. 📌 წვრთნების დეტალები: ეს მონაწილეობა ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვის ძალების ინტეროპერაბელობას ნატოს მრავალეროვნულ ფორმირებებთან და პარტნიორულ როლს რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერებაში.

წაიკითხეთ მეტი

🪖 ვაზიანის სასროლეთზე წვევამდელებმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთზე 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება წარმატებით ჩაატარეს. სწავლებაში მონაწილეობა აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის შემადგენლობაში მყოფმა წვევამდელებმა მიიღეს. ტაქტიკური სწავლებების მიზანი მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების ბლოკირება, შეყოვნება და კონტრშეტევაზე გადასვლის შესაძლებლობების განხორციელება იყო. წვევამდელთა მოქმედებებს ადგილზე დაესწრნენ თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, მე-4 ქვეითი…

წაიკითხეთ მეტი

ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის წვევამდელთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობენ იმ ოჯახებს, სადაც წვევამდელები ეროვნული სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით მსახურობენ. 📍 ამჯერად, სააგენტოს სამხედრო მოსამსახურეები ქუთაისში, თერჯოლასა და ბაღდათში იმყოფებოდნენ, სადაც წვევამდელთა მშობლებს პირადად შეხვდნენ და შვილების სამსახურისთვის მადლობის წერილები გადასცეს. ✉️ წერილები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც 8-თვიან ვადით ნებაყოფლობით ირჩევენ სამხედრო სამსახურს და ამ გზით…

წაიკითხეთ მეტი

🌍 ნატოს საზაფხულო სკოლა JTEC-ში დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 2025 წლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უმასპინძლეს. ცენტრის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნეს JTEC-ის ისტორია, ფუნქციები და მიმდინარე პროექტები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ნატოსა და საქართველოს ერთობლივი ცენტრის შეიარაღება და აღჭურვილობა, გაეცნონ ქვედანაყოფების წვრთნის პროცესს რეალურ და სიმულაციურ გარემოში, როგორც ეროვნულ, ისე მრავალეროვნულ დონეზე. ხუთდღიანი ინტენსიური პროგრამის ფარგლებში ქართველი, აზერბაიჯანელი…

წაიკითხეთ მეტი

590 ახალგაზრდა წვევამდელი საწყის საბრძოლო მომზადებას გადის

ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვევამდელებმა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8-თვიანი ვადის ფარგლებში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. 📌 პირველი 8 კვირის განმავლობაში წვევამდელები: 🔹 კურსის დასრულების შემდეგ წვევამდელები სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან. 💂‍♂️ ზაზა ფერაძის ცენტრში პირველი დღეს წვევამდელებს ჩაუტარდათ სპეციალური…

წაიკითხეთ მეტი

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სწავლება გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების ხელმძღვანელობით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის 60 სამხედრო მოსამსახურისთვის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდა. სწავლის თეორიულ ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობის, სხვადასხვა საგანგებო შემთხვევის დროს უსაფრთხოების წესებისა და ქცევის პროტოკოლების შესახებ….

წაიკითხეთ მეტი

„მტკიცე სული 2025“ დასრულდა – ვაზიანში ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა

ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) დასრულდა მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025). დახურვის ცერემონიალს სწავლების მონაწილეები და ოფიციალური სტუმრები დაესწრნენ. 📌 ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაური, ბრიგადის გენერალი კრის მარშალი, რომლებმაც სამხედროებს წარმატებით დასრულებული სწავლება მიულოცეს და მისი…

წაიკითხეთ მეტი

ვაზიანში Agile Spirit 2025-ის კულმინაციური საველე სწავლება ჩატარდა

Agile Spirit 2025-ის ფარგლებში, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული ასეულის დონის ქვედანაყოფის კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით გაიმართა. სწავლებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის შტაბის მეთაური ბრიგადის გენერალი კრის მარშალი და სხვა ოფიციალური პირები. Agile Spirit მეთორმეტედ ტარდება საქართველოში და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის…

წაიკითხეთ მეტი

ვიცე-პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 30-წლიანი სამსახურისთვის დააჯილდოვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების გენერლები, ოფიცრები, სერჟანტები და სამოქალაქო პირები 30-წლიანი ღირსეული სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა. მინისტრმა დაჯილდოებულებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ხაზი გაუსვა მათ მრავალწლიან თავდადებულ სამსახურს. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »