ბოლნისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგური გაიხსნა, რომელიც ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილებიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის…