გარემოს დაცვის კომიტეტის სამუშაო ვიზიტი კაზრეთში გაიმართა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დავით შერაზადიშვილი დაბა კაზრეთში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს RMG Copper-ისა და RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიები, მადნეულის კარიერი და მიიღეს ინფორმაცია გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვით კამპანიაში „მე დავრგე ხე“, რომელიც გარემოზე ზიანის შემცირებასა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარლამენტის წევრის ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების დელეგატის დავით შერაზადიშვილის განცხადებით -,,გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების გონივრული მართვა ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი საკითხების მუდმივი მონიტორინგი, არსებული გამოწვევების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით.”

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading