20 ივლისიდან ორი ახალი სააგენტო ამოქმედდება

საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოებს ქმნის. შესაბამისი დადგენილებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 18 ივნისს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. დოკუმენტების მიხედვით, ორივე სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, ხოლო მათზე სახელმწიფო კონტროლს აღნიშნული სამინისტრო განახორციელებს. მთავრობის დადგენილებების თანახმად, ახალი სააგენტოები საქმიანობას 2026 წლის 20 ივლისიდან დაიწყებენ.

წაიკითხეთ მეტი

რუსთავის მერიამ ახალი ახალგაზრდული პროექტი -„რუსთავი-ცხოვრების სტილი“ დაიწყო

რუსთავის მერიამ ახალი ახალგაზრდული პროექტი – „რუსთავი-ცხოვრების სტილი“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიან უფასო კურსს გაივლიან და მობილური ვიდეოგრაფიის საბაზისო უნარებს შეისწავლიან. ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი დავიწყეთ, რომელიც ჩვენს ციფრული განვითარების სივრცეში განხორციელდება. ყველა ის ახალგაზრდული პროექტი, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ვახორციელებთ, ახალგაზრდების განათლების და კარიერული ზრდის…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა. პროექტის მიზანია, შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბავშვო სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს, საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი,…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ (სემეკი) ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა, რომლებიც 1 აპრილიდან ამოქმედდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. სემეკი ელექტროენერგიის ახალი ტარიფების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის (საყოფაცხოვრებო სექტორი) 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის (არასაყოფაცხოვრებო სექტორი) – საშუალოდ 4-6 თეთრით. ქვემოთ მოცემულია ახალი ტარიფები, რომელიც ძალაში შევა…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი –საჩხერე – ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებლის მოძრაობას იწყებს

ახალი რეისი მგზავრებს გადაადგილებას გაუმარტივებს ქუთაისი და საჩხერე შორის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონში გადაადგილებისთვის. მატარებლის მოძრაობის დეტალური განრიგი წარმოდგენილია თანდართულ ცხრილში. მგზავრებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციის მიღება და ბილეთების შეძენა საქართველოს რკინიგზის ოფიციალური არხების საშუალებით.

წაიკითხეთ მეტი

ტელეკომპანია იმედის განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია იმედი განცხადებას ავრცელებს.განხცადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად – ,,როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი…

წაიკითხეთ მეტი

მომსახურების სააგენტო მომხმარებელს სთავაზობს სახელმწიფო სანომრე ნიშნის ძიებისა და დაჯავშნის სერვისს მობილური აპლიკაციის საშუალებით

მომსახურების სააგენტო მომხმარებელს სთავაზობს სერვისს: მობილური აპლიკაციის Service Agency,რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშნის ძიება და დაჯავშნა, ასევე დაჯავშნილი სანომრე ნიშნის შენახვის ვადის გაგრძელება.  App Store: https://shorturl.at/qLP17  Google Play Store: https://shorturl.at/oGLT4

წაიკითხეთ მეტი

2026-2027 წლიდან პირველკლასელების რეგისტრაციაში სიახლეა

განცხადების მიხედვით, სამინისტროს მიერ ახალი ეტაპი დამატდა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე – „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების საცხოვრებელი ადგილიდან ახლომდებარე საჯარო სკოლებში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდას. მეორე ეტაპში ჩართულია 12 ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი (სასკოლო უბნებად დაყოფილი) და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა, გორი (ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება). თბილისში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან…

წაიკითხეთ მეტი

ლევან ჯანგველაძეის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაპირისპირება მოხდა

სასამართლოში ბრალდებულების – დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის – პროცესი მიმდინარეობდა, როდესაც სხდომათა დარბაზში რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა. სწორედ ამ დროს, ეზოში შეკრებილ პირებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანება მიიღო მიქაძეების მხარდამჭერმა ერთ-ერთმა პირმა. ინციდენტის კონკრეტული მიზეზი და ის, თუ ვინ დაუპირისპირდა მას, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა…

წაიკითხეთ მეტი

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის შესახებ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზნად ისახავს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, მცირე გამონაკლისების გათვალისწინებით. კობახიძის თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა: 2012 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 864 ათასი იყო, წლევანდელი მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 2 მილიონს გადააჭარბა. პრემიერის განცხადებით, ზრდა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »