20 ივლისიდან ორი ახალი სააგენტო ამოქმედდება

საქართველოს მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოებს ქმნის.

შესაბამისი დადგენილებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 18 ივნისს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტების მიხედვით, ორივე სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, ხოლო მათზე სახელმწიფო კონტროლს აღნიშნული სამინისტრო განახორციელებს.

მთავრობის დადგენილებების თანახმად, ახალი სააგენტოები საქმიანობას 2026 წლის 20 ივლისიდან დაიწყებენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading