მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ 15 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭო სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და 15 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.

გამარჯვებული პროექტი – „კულტურული მრავალფეროვნება – მსოფლიო“ – მიზნად ისახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმოჩენას, კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციასა და სხვადასხვა კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას დაახლოებით 150 მოხალისე მიიღებს, რომლებიც ერთობლივი აქტივობების საშუალებით ხელს შეუწყობენ კულტურათაშორისი დიალოგისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას.

პროექტი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის წარმოჩენას ემსახურება.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading