მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სახელოვნებო წრეებისთვის სასწავლო პროცესი დროებით შეიცვლება

განცხადებას მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქალაქ მარნეულის კულტურის სახლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის გამო, კულტურის სახლში მოქმედი სახელოვნებო ჯგუფები, ანსამბლები და წრეები დროებით ახალ სივრცეში გადაინაცვლებენ. კულტურის ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო წლის განახლების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და ამის შესახებ მშობლებსა და მოსწავლეებს დამატებით აცნობებენ. დროებით შეჩერდება ახალი მოსწავლეების მიღება და რეგისტრაციაც. ასევე, ალტერნატიულ სივრცეში ინფრასტრუქტურის მოწყობის პერიოდში შესაძლოა…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში გამორჩეული ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად, სოფელ ზემო სარალში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს „მწვერვალი“ („Zirvə“) დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოვლენილ წარჩინებულ სტუდენტებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებულ პედაგოგებს ლეპტოპები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ცერემონიის ორგანიზატორი წარმატებული მარნეულელი რაგიმ ჰასანოვი იყო, რომლის ინიციატივითაც „მწვერვალი“ ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და მომავალშიც გამორჩეული ახალგაზრდებისა…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტში სტუდენტების სამგზავრო დაფინანსება გაიზარდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, დაურ ისმაილოვის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, ყოველთვიური მგზავრობის დაფინანსების თანხა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. მგზავრობის ხარჯებით დაფინანსება შეეხებათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: სოციალურად დაუცველ სტუდენტს (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე); სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს; იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტს (არანაკლებ 3 არასრულწლოვანი, 18…

წაიკითხეთ მეტი

დმანისის მერია წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის პროგრამაზე განაცხადების მიღებას იწყებს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს განაცხადების მიღებას წარჩინებული სტუდენტების წახალისების ქვეპროგრამაში ჩასართავად. ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველთვიური სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, რეგისტრირებულნი არიან დმანისის მუნიციპალიტეტში, სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) და აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი. სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ სტუდენტებს, რომელთა სემესტრული საშუალო შეფასება 91–100 ქულაა. სოციალურად დაუცველი და „1+4“ პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებისთვის მინიმალური…

წაიკითხეთ მეტი

ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის ყველა ძირითადი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს – საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ცენტრის მიერ მომზადებული საგამოცდო მასალების დიდი ნაწილი უკვე გაიგზავნა საქართველოს თორმეტ ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში, სადაც მათი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოსაცდელთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცენტრმა დაბეჭდა და საგამოცდო ცენტრებში გადაანაწილა პასუხების ფურცლები,…

წაიკითხეთ მეტი

📚 როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი – მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ℹ️ გაითვალისწინეთ: 💻 გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატში ტარდება. ეს ნიშნავს, რომ ტესტი გამოსაცდელს კომპიუტერის ეკრანზე მიეწოდება, ხოლო პასუხები შესაბამის პასუხების ფურცელზე უნდა მონიშნოს ან დაწეროს. 👤 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გამოსაცდელი იკავებს მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილს შესაბამის სექტორში. 🖊️ სამუშაო მაგიდაზე დახვდება: სურვილის შემთხვევაში, აბიტურიენტს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი 0.5–0.7 მმ-იანი…

წაიკითხეთ მეტი

2026 წლის გამოსაცდელთა საყურადღებოდ – მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებსა და წესებს ახსენებს. გამოსაცდელები ვალდებულნი არიან გამოცდაზე გამოცხადდნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და შესაბამის საგამოცდო ცენტრში. საგამოცდო ბარათზე აღნიშნულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. აბიტურიენტებმა და სხვა გამოსაცდელებმა წინასწარ უნდა გადაამოწმონ ბარათზე მითითებული ინფორმაცია, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი პრობლემები. შეფასებისა და გამოცდების…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკის საქმიანობას, წიგნსაცავსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციასა და წიგნიერების ხელშეწყობას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სივრცეები და მიიღეს ინფორმაცია ბიბლიოთეკის სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის ამერიკული კუთხე 2026 წლის საზაფხულო კითხვის გამოწვევას აცხადებს

მარნეულის ამერიკული კუთხე ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ 2026 წლის საზაფხულო კითხვის გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად 5-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს იწვევს. პროგრამა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მონაწილეებმა უნდა წაიკითხონ მათთვის სასურველი წიგნები ქართულ ან ინგლისურ ენაზე და პროგრამის დასრულებამდე შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები წაკითხული გვერდების რაოდენობის მიხედვით მიიღებენ ვერცხლის, ოქროსა და…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მერმა შემეცნებითი თამაშის – „ინტელექტის საათის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელთან იოანე ლაშხთან ერთად, შემეცნებითი თამაშის – „ინტელექტის საათის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. ღონისძიება მარნეულის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ადგილობრივი ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მხარდაჭერასა და მათი ცოდნის გაღრმავებას ისახავდა. მერმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მუნიციპალურ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »