მარნეულში, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ბილიკები აღდგება ამფითეატრი. განთავსდება ახალი სკამები, ასევე დამონტაჟება თანამედროვე გარე განათების სისტემა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 463 991 ლარს შეადგენს.
სკვერში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, საკრებულოს წევრი ვასილ ხახულაშვილი, მერის მოადგილე თემური შუბითიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.




