ქვემო ქართლში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქციები ჩატარდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის რეგიონში მასშტაბური სკრინინგის აქციები გაიმართება.

🔹 მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ ჩაიტარონ შემდეგი გამოკვლევები:

🩺 ძუძუს კიბოს სკრინინგი;
🩺 საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
🩺 პროსტატის გამოკვლევა;
🩺 არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი;
🩺 B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

გამოკვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით ჩატარდება.

📌 სკრინინგი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რაც დროული მკურნალობისა და გართულებების თავიდან აცილების შესაძლებლობას ზრდის.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading