პარლამენტმა მიგრაციის მართვისა და უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის რეგულირების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერება და უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ცვლილებების…