ზამთრის საბურავებისა და ჯაჭვების გამოყენება – 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე სავალდებულო გახდა
1 დეკემბრიდან 1 მარტამდე, ქვეყნის მრავალ გზაზე ზამთრის საბურავები ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულოა. ცუდი ამინდის შემთხვევაში პოლიციას შეუძლია დამატებითაც მოითხოვოს ჯაჭვების დამაგრება.
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია კონკრეტული მონაკვეთები – მათ შორის რიკოთი, მლეთა–კობი, ბათუმი–ახალციხე, ჯვარი–მესტია, ბორჯომი–ბაკურიანი, გომბორი, ტყვიბული, ბახმარო, ბაკურიანის გზები და სხვა მაღალი რისკის უბნები.
ზამთრის საბურავის მოთხოვნები:
• ფიფქის სიმბოლო
• პროტექტორი: 3 მმ (მსუბუქი/სატვირთო), 4 მმ (ავტობუსი/მიკროავტობუსი)
• დამზადებიდან არ იყოს გასული 10 წელი
შესაბამისი საბურავების ან ჯაჭვების გარეშე:
• პოლიციას შეუძლია გადაადგილება აუკრძალოს და მანქანა სადგომზე გადაიყვანოს
• ჯარიმა – 100 ლარი
• -5 ქულა მართვის მოწმობაზე