🥋 მარნეულელმა ძიუდოისტებმა ბოლნისში 8 მედალი მოიპოვეს! 🏆

10-11 ოქტომბერს, ქალაქ ბოლნისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი XVIII საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში. ტურნირზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 8 მედალი მოიპოვეს. 🇬🇪 🥇 ოქროს მედალოსნები: 🥈 ვერცხლის მედალოსანი: 🥉 ბრინჯაოს მედალოსნები: 👏 ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეულ შედეგებს და…

წაიკითხეთ მეტი

🥊 მარნეულელმა კიკბოქსიორებმა ახმეტაში 9 მედალი მოიპოვეს! 🏆

9-10 ოქტომბერს, ქალაქ ახმეტაში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის კიკბოქსინგის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 4 ოქროსა და 5 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 🥇 ოქროს მედალოსნები: 🥈 ვერცხლის მედალოსნები: სპორტსმენების პირადი მწვრთნელები არიან კახა და ნიკოლოზ ჭკადუები, ასევე ელვინ ემინაგაროვი. 👏 ვულოცავთ მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს წარმატებას და მომავალ შეჯიბრებებზე…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ძიუდოისტების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე!

2026 წლის 3-4 ოქტომბერს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გაიმართა 2014-2015 წლებში დაბადებულ ვაჟთა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი №3. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა და საპრიზო ადგილები დაიკავეს: 46 კგ წონით კატეგორიაში დემეტრე გულბანი – III ადგილი პირადი მწვრთნელი: რევაზ გუჯეჯჯიანი 50 კგ წონით კატეგორიაში საბა გერლიანი – III ადგილი პირადი მწვრთნელი: დემური ჟორჟოლიანი.

წაიკითხეთ მეტი

სასკოლო სპორტული ღონისძიება სოფელ იმირში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ იმირში სასკოლო სპორტული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 50-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. სპორტული აქტივობა ევროპის სასკოლო სპორტის დღეს მიეძღვნა და სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ფიზიკური აქტივობის წახალისება და სასკოლო სპორტის განვითარება. ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი მშვილდოსანის სალომე ხარშილაძის წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ახალგაზრდა მშვილდოსანმა, სალომე ხარშილაძემ, საქართველოს თასის III ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 21-24 სექტემბერს, ბათუმში, ანგისის მშვილდოსნობის სასროლეთზე, დიდებს შორის საქართველოს თასის III ეტაპი გაიმართა. სალომე კლასიკური მშვილდის კატეგორიაში ასპარეზობდა და საპრიზო ადგილი დაიკავა. მისი პირადი მწვრთნელია გიორგი გორდეზიანი. ტურნირი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის მშვილდოსნობის რეგიონული ფედერაციის…

წაიკითხეთ მეტი

🥋🥉 მარნეულელმა ძიუდოისტმა გოგონებმა საქართველოს ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს

2026 წლის 22 სექტემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გოგონათა შორის საქართველოს მეოთხე სარეიტინგო ტურნირი გაიმართა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა: 🥉 70 კგ წონით კატეგორიაში – ლიზა დავაძემ მესამე ადგილი დაიკავა. მისი პირადი მწვრთნელია სანდრო იაკობაშვილი. 🥉 63 კგ წონით კატეგორიაში – ქეთი ხარაზიშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა. მისი პირადი მწვრთნელია ზურაბ ბეჟანიშვილი. 🏆…

წაიკითხეთ მეტი

ბარბარე ცარციძე საქართველოს სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

21 სექტემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გოგონათა შორის საქართველოს მეოთხე სარეიტინგო ტურნირი გაიმართა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა ბარბარე ცარციძემ, რომელმაც 52 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. 🥇 სპორტსმენის პირადი მწვრთნელია სანდრო იაკობაშვილი.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტი ზაზა დავაძე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია

ბოსნია და ჰერცეგოვინის ქალაქ სარაევოში ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ნაკრები 85 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ჩემპიონატის პირველივე დღეს წარმატებით იასპარეზა მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტმა ზაზა დავაძემ. მან ოთხიდან სამი შეხვედრა მოიგო და +100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 🥉

წაიკითხეთ მეტი

მარნეულელი ძიუდოისტების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

19-20 სექტემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი №3 გაიმართა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა. 🏆 73 კგ წონით კატეგორიაში: 🥇 ამირან სამხარაძე – პირველი ადგილი მწვრთნელი: ზურაბ ბეჟანიშვილი. 🥉 საბა მუმლაძე – მესამე ადგილი მწვრთნელი: სანდრო იაკობაშვილი.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დავაძეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ მესამე ადგილს ულოცავს

სარაევოში მიმდინარე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარნეულელმა სპორტსმენმა, ზაზა დავაძემ, მესამე ადგილი დაიკავა. ზაზა დავაძეს მიღწეულ წარმატებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი ულოცავს – ,,ვულოცავ მარნეულელ ვეტერან ძიუდოისტს, ზაზა დავაძეს, სარაევოში მიმდინარე ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ მესამე ადგილს! ვუსურვებ წარმატებებს!”

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »