მარნეულელი ძალოსნის ისტორიული წარმატება – პირველი მედლები მუნიციპალიტეტის სპორტის ისტორიაში 🏋️🥉

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტის ისტორიაში პირველად, ძალოსნობაში მოასპარეზე მარნეულელი სპორტსმენი ტურნირის მედალოსანი გახდა. 📅 2026 წლის 26 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში, ძალოსნობის დარბაზ „კახის კლუბში“, გაიმართა 13–15 წლამდე ძალოსანთა ტრადიციული ტურნირი „რეკორდების დღე“. ტურნირზე U15 ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა გიორგი გელაშვილმა, რომელმაც +88 კგ წონით კატეგორიაში სამი მედალი მოიპოვა: 🥉…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის სპორტული სკოლის მშვილდოსნები, თათა ნავერიანი და თიკა შავაძე საქართველოს სახელით ევროპაზე იასპარეზებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელები, თათა ნავერიანი და თიკა შავაძე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ჩემპიონატი 20–25 ივლისს იტალიის ქალაქ რომში გაიმართება. სპორტსმენების პირადი მწვრთნელები არიან გიორგი გორდეზიანი და ეკა აბაიშვილი. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ონლაინ რეჟიმში ( https://info.ianseo.net/EYC26/ ) თვალი ადევნოს ევროპის ჩემპიონატს მშვილდოსნობაში და უგულშემატკივროს ქართველ სპორტსმენებს.

წაიკითხეთ მეტი

ქალაქ ბოლნისში, როლანდ ისიანის სახელობის მინი საფეხბურთო სტადიონზე,ახალგაზრდა ფეხბურთელ ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის -„უგას თასის“ ფინალი გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში „ძველმა სკოლამ“ „კაზრეთი“ დაამარცხა და ტურნირისგამარჯვებული გახდა, ხოლო მესამე ადგილი „ფეოლამ“ მოიპოვა.ფინალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძედაესწრო, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთადგამარჯვებული გუნდები და ფეხბურთელები სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვა.ჩემპიონ გუნდს ტურნირის თასი ლევან უგულავას მამამ გადასცა. ტრადიციულად,პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ლევან უგულავას მეგობრებისმიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. ასევე გამოვლინდნენსხვადასხვა ნომინაციაში…

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროელმა კარატისტებმა „BATUMI OPEN 2026“-ზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

2026 წლის 11–12 ივლისს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კარატეში „BATUMI OPEN 2026“, რომელშიც ხუთი ქვეყნის 409 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ კარატეს სექციის სპორტსმენებმა და მუნიციპალიტეტს ორი ოქროს მედალი მოუტანეს. ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ: სპორტსმენებს ტურნირისთვის მწვრთნელები ვასილ მაღლაკელიძე და მინდია აფციაური ამზადებდნენ.

წაიკითხეთ მეტი

თეთრიწყაროს მოჭიდავეები გიორგი სააკაძის სახელობის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ

11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში გაიმართა გიორგი სააკაძის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 2008–2009 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, გუნდურ შეჯიბრში. ტურნირი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის გუნდმა, რომელმაც ყველა მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა….

წაიკითხეთ მეტი

ბათუმში გამართულ სპორტული აკრობატიკის ტურნირზე მარნეულელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

2026 წლის 6–8 ივლისს ბათუმმა „თენგიზ ბოლქვაძის სახელობის ტურნირს სპორტულ აკრობატიკაში“ უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტული აკრობატიკის გოგონათა გუნდმა, რომელმაც წარმატებით იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საპრიზო ადგილები შემდეგმა სპორტსმენებმა დაიკავეს: 🥉 მოზარდთა პირველი თანრიგი – გოგონათა სამეული (III ადგილი):ვუსალა დალივალოვა, სემა ჯაფარლი და ელენე გიორგაძე. 🥉 მოზრდილთა მესამე თანრიგი…

წაიკითხეთ მეტი

დმანისის U13 გოგონათა გუნდმა აჭარის რესპუბლიკურ თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

დასრულდა აჭარის რესპუბლიკური თასი, სადაც ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის U13 გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. ტურნირის განმავლობაში დმანისელმა ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა, მაღალი სპორტული მომზადება და გუნდური თამაში წარმოაჩინეს. მესამე ადგილისთვის გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში დმანისის გუნდმა ქობულეთის თანატოლები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს ასმათ აბდულაევამ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, და…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის სპორტსმენებმა ჭიათურაში გამართულ კრივის ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს

26–30 ივნისს ქალაქ ჭიათურაში გაიმართა ცნობილი ქართველი მოკრივეების თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კრივში, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს. ტურნირზე მარნეულის სპორტსმენებმა მოიპოვეს ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი. 🥇 75 კგ წონითი კატეგორია – I ადგილი: ანრი ნავერიანი🥉 80 კგ წონითი კატეგორია – III ადგილი: საშა გელბახიანი🥉 80+…

წაიკითხეთ მეტი

საკალათბურთო კლუბმა „მუხბემ“ საქართველოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა

საკალათბურთო კლუბმა „მუხბემ“ საქართველოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა. გუნდმა 15 ჩატარებულ შეხვედრაში 15 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა. კლუბში აღნიშნავენ, რომ ეს შედეგი მოთამაშეების შრომის, ერთიანობისა და მებრძოლი სულის დამსახურებაა, ხოლო მიღწეულ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი გულშემატკივრების მუდმივ მხარდაჭერასაც მიუძღვის. „15 თამაში, 15 გამარჯვება. ჯგუფში პირველი ადგილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის…

წაიკითხეთ მეტი

🏹 მარნეულელი მშვილდოსნის წარმატება საქართველოს თასზე

19–22 ივნისს ბათუმში, ანგისის მშვილდოსნობის სასროლეთზე გაიმართა საქართველოს თასის მეორე ეტაპი დიდებს შორის, სადაც კლასიკური მშვილდის კატეგორიაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა სალომე ხარშილაძემ წარმატებით იასპარეზა. სალომე ხარშილაძემ, პირადი მწვრთნელის გიორგი გორდეზიანის ხელმძღვანელობით, ტურნირზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. შეჯიბრება მაღალი სარეიტინგო კატეგორიის იყო და საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »