დმანისის U13 გოგონათა გუნდმა აჭარის რესპუბლიკურ თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

დასრულდა აჭარის რესპუბლიკური თასი, სადაც ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის U13 გოგონათა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
ტურნირის განმავლობაში დმანისელმა ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა, მაღალი სპორტული მომზადება და გუნდური თამაში წარმოაჩინეს.
მესამე ადგილისთვის გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში დმანისის გუნდმა ქობულეთის თანატოლები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. გამარჯვებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანეს ასმათ აბდულაევამ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, და ანი მიქიანმა, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა.