მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი…

წაიკითხეთ მეტი

12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა. წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12…

წაიკითხეთ მეტი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს — გიორგობას აღნიშნავს. ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდა გიორგი, რომელიც III საუკუნეში კაბადოკიაში დაიბადა, რომის იმპერიის მხედართმთავარი იყო და ქრისტიანობისთვის წამებული გახდა. იგი ეკლესიის ისტორიაში ძლევაშემოსილ და უძლეველ ზეციურ მხედრად ითვლება. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს…

წაიკითხეთ მეტი

მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა

თბილისის სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა, რომ ეკლესია არის სულიერი კურნებისა და განწმენდის ადგილი, სადაც ადამიანები სულიერი აღდგომის შესაძლებლობას იღებენ. მისივე თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს იმ „ემბაზს“, სადაც საღვთო მადლი მოქმედებს და მორწმუნეებს კურნავს. ქადაგებისას მეუფე შიომ ასევე გაიხსენა ილია II და მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია, რომლის…

წაიკითხეთ მეტი

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს აღნიშნავს

სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საზეიმო ღვთისმსახურებას მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლენს. ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება. ივერიის ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტის ასლი საქართველოში 1989 წელს ჩამოაბრძანეს. ხატი ათონის მთის ბერებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შექმნეს, როგორც ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატულება. აღნიშნული სიწმინდე…

წაიკითხეთ მეტი

დიდი ხუთშაბათი – სულიერი განწმენდისა და საიდუმლო სერობის გახსენების დღე

დიდი ხუთშაბათი საიდუმლო სერობის გახსენებაა. დღე, რომლის დროსაც იესომ ზიარების საიდუმლო დაადგინა, ასევე თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა. მან მოწაფეები დააპურა და თქვა: „მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის (ლუკას სახარება, 22,19/20)” ამის სამახსოვროდ, ტაძრებში ფეხის დაბანის რიტუალი ტარდება: ეპისკოპოსი…

წაიკითხეთ მეტი

ვნების კვირის დიდი ოთხშაბათი ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა. აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ…

წაიკითხეთ მეტი

ლოცვა რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს. ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ. ტროპარი: დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა…

წაიკითხეთ მეტი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. „ამა წლის 5 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო…

წაიკითხეთ მეტი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. ლაზარეს შაბათს სრულიად საქართველო ასევე, ქართული ენის ზეიმს დღესასწაულობს. იოანე ზოსიმეს „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“-ს მიხედვით, „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »