მიხეილ სარჯველაძე: აპრილისთვის ფასების რეგულირების მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვექნება

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აპრილისთვის მკაფიო გახდება მთავრობის საკოორდინაციო კომისიის საქმიანობის შედეგები ფასების რეგულირების მიმართულებით. მინისტრის თქმით, სექტორთან შეხვედრების ეტაპი წარმატებით დასრულდა და გამოიკვეთა ფასების შემცირების რეალური რესურსი. მომდევნო ეტაპზე მუშაობა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება, სადაც კონკრეტული საკითხების დამუშავება მოხდება. მთავრობის შეფასებით, სამუშაო პროცესი, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს, ქსელურ მარკეტებს, დისტრიბუტორებს, ადგილობრივ მწარმოებლებსა და საწვავის მსხვილ…

წაიკითხეთ მეტი

დავით სონღულაშვილი: არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ აგროსასურსათო პროდუქციაზე ფასების კლების, ისე ორგანიზებულ სავაჭრო ქსელებში ქართული წარმოების პროდუქციის წარმოდგენის ზრდის მიმართულებით. მისი თქმით, შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ პოტენციალი გაზარდონ აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება, რაც საბოლოოდ ფასების კლებასა და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე აისახება. „განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო…

წაიკითხეთ მეტი

📈 საქსტატმა საარსებო მინიმუმის ახალი მაჩვენებლები გამოქვეყნდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენს. 🔹 ეს მაჩვენებელი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 20.4 ლარით მეტია,🔹 თუმცა 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 4.5 ლარით ნაკლები. 📌 შედარებისთვის: 👨‍🔧 შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი: ℹ️ საარსებო მინიმუმი განისაზღვრება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც მოიცავს იმ კვების პროდუქტების ნორმატიულ რაოდენობას,…

წაიკითხეთ მეტი

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა

იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტებმა 7 863 534 მგზავრს მოემსახურა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია (6 908 493). საანგარიშო პერიოდში შესრულებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 26 855 შეადგინა, ჩარტერული ფრენების რაოდენობამ კი – 8 250. ჯამურად, 11 თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობა 35 105 იყო, რაც 18%-ით აღემატება 2024 წლის შედეგებს (29 871) და ასევე რეკორდული…

წაიკითხეთ მეტი

დასახელდა სფეროები, სადაც ახალი წლიდან ხელფასები გაიზრდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, პირველ პროექტთან შედარებით, თითქმის 90 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებული მონაცემებით: ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განათლების სისტემის სხვადასხვა რგოლის მხარდაჭერას.

წაიკითხეთ მეტი

საქართველომ და გაერო-მ 2026-2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის 2026-2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა მოახდევინეს. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაეროს 30-წლიანი პარტნიორობა მნიშვნელოვნად დაეხმარა ქვეყანას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში, კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და მშვიდობის მშენებლობაში:„ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე არა მხოლოდ დახმარების…

წაიკითხეთ მეტი

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

საქართველოს მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომელიც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ახალ პროგნოზებსა და არსებული რესურსების გადანაწილებას ითვალისწინებს. ცვლილებები მომზადდა 2026 წლის ბიუჯეტთან ერთად და მიზნად ისახავს როგორც დამატებითი საჭიროებების დაფინანსებას, ასევე გამოთავისუფლებული რესურსის გადამისამართებას პრიორიტეტულ პროგრამებზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები: შემოსავლების დეტალები: ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს ბიუჯეტის უფრო ეფექტურ განკარგვას და პრიორიტეტული პროგრამების დროულ დაფინანსებას.

წაიკითხეთ მეტი

,,ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, მიუხედავად კორუფციისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერებისა. მომავალ წელს ეკონომიკა დაკარგულის ოდენობას ორჯერ დააბრუნებს”-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო თვეებში ეკონომიკის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, მიუხედავად კორუფციასთან ბრძოლისა და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დროებით შეჩერებისა. ➡ პრემიერის თქმით, რაც წელს კორუფციის აღმოფხვრის ხარჯზე დაკარგა ეკონომიკამ, მომავალ წელს ერთი ორად დაუბრუნდება. „ბოლო თვეებში, ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი…

წაიკითხეთ მეტი

ირაკლი კობახიძე: „ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა ჩვენს ეკონომიკას გააძლიერებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. საქართველო წელს გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარსადგენად. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავსი სახის მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა და გაფართოება…

წაიკითხეთ მეტი

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის – გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი

ჩინეთში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას. ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თქმით, დოკუმენტები მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას, ინვესტიციების ზრდას და „საჰაერო აბრეშუმის გზის“…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »