დასახელდა სფეროები, სადაც ახალი წლიდან ხელფასები გაიზრდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, პირველ პროექტთან შედარებით, თითქმის 90 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებული მონაცემებით:

  • ზოგადი განათლების დაფინანსება დამატებით 37 მილიონ ლარზე მეტი თანხით იზრდება და 1 მილიარდ 923 მილიონ ლარს მიაღწევს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექიმებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა – ნაცვლად ადრე განსაზღვრული 10%-ისა.
  • პროფესიული განათლებისთვის დამატებით გამოიყო 4 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 10 მილიონი ლარი, რის შედეგადაც პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 229 მილიონ ლარს აღემატება.
  • ინკლუზიური განათლების დაფინანსება გაიზარდა 8 მილიონ 500 ათასი ლარით და 101 მილიონ ლარს გადააჭარბა.
  • ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება, თითქმის 6 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 21 მილიონ 500 ათას ლარს აღემატება.
  • ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის:
    • 4 მილიონი ლარი გამოიყო უმაღლეს სასწავლებლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის;
    • 18 მილიონი ლარი – საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განათლების სისტემის სხვადასხვა რგოლის მხარდაჭერას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading