მარნეულში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ქალებს ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ

მარნეულის მუნიციპალიტეტი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას — „ვარდისფერი ოქტომბერი“ შეუერთდება.
კამპანიის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელის, ია ესებუას ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


📅 28 ოქტომბერს, ჯეო ჰოსპიტალსის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულ სამედიცინო ცენტრში 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება.
📍 მისამართი: მარნეული, რუსთაველის ქუჩა №112.


🎀 კამპანიის მიზანი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.
