გარდაბანში ნანა ცინცაძის საავტორო საღამო „პოეზია მუსიკაში“ გაიმართა

გარდაბნის კულტურის სახლში პოეტისა და სიმღერების ტექსტების ავტორის, ნანა ცინცაძის საავტორო საღამო — „პოეზია მუსიკაში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. საღამოს ფარგლებში მოწვეულმა ხელოვანებმა ნანა ცინცაძის ლექსები წაიკითხეს, ასევე შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ქართული პოეზიისა და მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ასევე რეგიონში კულტურული ცხოვრების…

წაიკითხეთ მეტი

🎶 მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ბავშვთა კლასიკურ გუნდში მიღებას აცხადებს!

თუ ხარ 9-დან 18 წლამდე, გელოდებით ბავშვთა კლასიკური გუნდის წევრად! 🎵 📅 მოსმენა: 30 სექტემბერი 🕔 დრო: 17:00–19:00 📍 ადგილი: მარნეულის მუსიკალური სკოლის შენობა 📌 მისამართი: ქ. მარნეული, ჩოლოყაშვილის ქ. №3 🎼 დირიჟორი: შიო აბრახამია 💚 სწავლება უფასოა!

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტმა „One Caucasus“-ის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში საერთაშორისო ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“ მეთერთმეტედ გაიმართა. ფესტივალის დახურვის ღონისძიებას მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, დაესწრო მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,One Caucasus“საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინტერდისციპლინური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, პედაგოგებსა და მოხალისეებს აერთიანებს. ფესტივალის მთავარი მიზანია ახალგაზრდებს შორის…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს

მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობს მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ იტალიაში, ქალაქ რომში, VIII საერთაშორისო ხელოვნების კონკურს-ფესტივალში „Festival Bridges in Rome – Stelle di Roma 2026“ მონაწილეობს. ანსამბლი, ბესარიონ კიპაროიძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ კულტურასა და ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ღირსეულად წარადგენს.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე „სარვანობა 2026“-ს დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, დაურ ისმაილოვთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად, სახალხო დღესასწაულს „სარვანობა 2026“ დაესწრო. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოს წევრები, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და მოწვეული სტუმრები….

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში სახალხო დღესასწაული „სარვანობა 2026“ გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად სახალხო დღესასწაულს „სარვანობა 2026“ დაესწრო. „სარვანობა“ მარნეულელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული კულტურული დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად 1 აგვისტოს აღინიშნება. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ფოლკლორული და მუსიკალური ნომრები, ასევე ხალიჩების ქსოვის ტრადიციული ხელოვნება, რომელმაც…

წაიკითხეთ მეტი

,,ზაფხულის დღეები 2026“ მარნეულში!

2 აგვისტოს, 20:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ეზოში გაიმართება მუსიკალური ღონისძიება „ზაფხულის დღეები 2026“, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით. საღამოზე მონაწილეობენ: • სალომე ბაკურაძე • თამთა ჭელიძე • თემურ ყვითელაშვილი • თამარ მეჭიაური • ანსამბლი „ქსოვრელები“ • ანსამბლი „შვიდკაცა“ • „დავით ილურიძის ბენდი“ • ჯგუფი „NEW ONE“ ადგილი:…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის კულტურის ცენტრის ახალგაზრდა მუსიკოსების წარმატება ფესტივალ „GOLD STAR – 2026“-ზე

📅 24–29 ივლისს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა ფესტივალი „GOLD STAR – 2026“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბენდებმა: 🎶 „Sunshine“🎶 „Moonlight“🎶 „ახალი თაობა“ ახალგაზრდა მუსიკოსებმა ფესტივალის სცენაზე მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები წარადგინეს და მაყურებლის დადებითი შეფასება დაიმსახურეს. ბენდების პედაგოგია ამირან ნასყიდაშვილი.

წაიკითხეთ მეტი

ანსამბლ „თამარიონის“ წარმატება ფესტივალ „GOLD STAR – 2026“-ზე

25–30 ივლისს, ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი „GOLD STAR – 2026“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სოფელ თამარისის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თამარიონმა“. ანსამბლი ღირსეულად წარდგა ფესტივალის სცენაზე და მონაწილეებს წარმატებული გამოსვლისთვის მედლები და დიპლომები გადაეცათ. ანსამბლს ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი დავით ბაკურაძე.

წაიკითხეთ მეტი

ანსამბლ „იბერიის“ ახალმა თაობამ ფესტივალ „GOLD STAR – 2026“-ში მიიღო მონაწილეობა

16–21 ივლისს, ბათუმის საზაფხულო თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „GOLD STAR – 2026“ გაიმართა, რომელშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „იბერიის“ ახალმა თაობამ მიიღო მონაწილეობა. ანსამბლის ქორეოგრაფები არიან ბესარიონ კიპაროიძე და ნინი ქველაძე.

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »