ქალაქ მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები

მიმდინარე პროექტი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 კმ სიგრძის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ბილიკები, შშმ პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები და ხე-ნარგავებისთვის სპეციალური კუბები. ტერიტორიის გამწვანებაზე იზრუნებს ადგილობრივი თვითმმართველობა. სამუშაოები სრულად ფინანსდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან და მისი საერთო ღირებულება 1 900 000 ლარია.


მიმდინარე სამუშაოები რწმუნებულთან ერთად მისმა პირველმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.