მარნეულის მერი წარმატებულ აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

დაურ ისმაილოვი ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ულოცავს.

მერის განცხადებით, ახალგაზრდების წარმატება მათი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია და თითოეული მათგანის მიღებული ცოდნა მომავალში მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. „თქვენი წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული სიამაყეა. მჯერა, თითოეული თქვენგანი მიღებულ ცოდნას საკუთარი მომავლის, ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენებს“, — აღნიშნავს დაურ ისმაილოვი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი მადლობას უხდის ახალგაზრდების მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მათ წარმატების მიღწევის გზაზე გვერდით ედგნენ. დაურ ისმაილოვი სტუდენტებს წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს.

One thought on “მარნეულის მერი წარმატებულ აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

  1. გამოხმაურება: Region News

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading