მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავს

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებულ ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი მარნეულელ სტუდენტებს, მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„მჯერა, თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას მოახმართ როგორც ჩვენი მშობლიური მუნიციპალიტეტის, ისე სამშობლოს წინსვლას!“ – აღნიშნავს ამირან გიორგაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე მადლობას უხდის წარმატებული სტუდენტების მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთა მხარდაჭერამ და შრომამ ახალგაზრდების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ამირან გიორგაძე ახალგაზრდებს ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებს.

One thought on “მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავს

  1. გამოხმაურება: Region News

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading