თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი პომიდორის 2 სასაქონლო პარტია (საერთო წინა 32 039 კგ.) იქნა შეჩერებული.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელი ფიტოსანიტარის მიერ, საქონლის ინსპექტირებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის (Tuta Absoluta) დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading