მარნეულში სახალხო დღესასწაული „სარვანობა 2026“ გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად სახალხო დღესასწაულს „სარვანობა 2026“ დაესწრო.

„სარვანობა“ მარნეულელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული კულტურული დღესასწაულია, რომელიც ტრადიციულად 1 აგვისტოს აღინიშნება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი ფოლკლორული და მუსიკალური ნომრები, ასევე ხალიჩების ქსოვის ტრადიციული ხელოვნება, რომელმაც სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading