მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე „სარვანობა 2026“-ს დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან, დაურ ისმაილოვთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან ერთად, სახალხო დღესასწაულს „სარვანობა 2026“ დაესწრო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოს წევრები, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფოლკლორული და მუსიკალური ნომრები, ასევე ხალიჩების ქსოვის ტრადიციული ხელოვნება, რომელმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

„სარვანობა“ მარნეულის ერთ-ერთი გამორჩეული სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად, 1 აგვისტოს, ტრადიციულად აღინიშნება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading