მარნეულის მუნიციპალიტეტმა „One Caucasus“-ის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში საერთაშორისო ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია“ მეთერთმეტედ გაიმართა.
ფესტივალის დახურვის ღონისძიებას მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, დაესწრო მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


,,One Caucasus“საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინტერდისციპლინური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, პედაგოგებსა და მოხალისეებს აერთიანებს.
ფესტივალის მთავარი მიზანია ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის წახალისება, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა და გამოცდილების გაზიარებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნა.


22–23 აგვისტოს გამართული ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული და შემოქმედებითი პროგრამა შესთავაზეს.
One thought on “მარნეულის მუნიციპალიტეტმა „One Caucasus“-ის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა”