,,დღეს ეს ვარსკვლავბიჭუნა 39 წლის გახდებოდა”- ნანა ლორთქიფანიძე
პროფესორ გოგი ოთხმეზურის ბიძაშვილი, მსახიობი, ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
2019 წლის 27 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა და მათ შორის ასლან ბეჟანიძე