ხერსონის ოლქში ოკუპანტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება. ხერსონის ოლქში ოკუპანტების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი ადამიანი. მასირებული შეტევის შედეგად, დაჭრილია ორი მოქალაქე.
რთული ვითარება რჩება დონეცკის ოლქის ქალაქებში ტორეცკსა და ჩასივ იარში. ამ მიმართულებებით რუსეთის ძალები წინსვლას განაგრძობენ.
BBC-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ჯარს რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მისასვლელად მხოლოდ 8 კილომეტრი დარჩა. ამის ფონზე, ცნობილია ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაახმოვანა. საუბარია უკრაინისთვის დამატებით მილიარდ 250 მილიონი დოლარის შეიარაღების პაკეტზე, რომელსაც ამერიკა ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.
AP News-ის მონაცემებით, დახმარების სახით, იგეგმება უკრაინაში “ნასამსის” და “ჰავკის” სისტემების აღჭურვილობის გაგზავნა