რუსთავის ცენტრალურ პარკში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სიმბოლური გარბენი გაიმართა

23 ივნისს მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავის ცენტრალურ პარკში ტრადიციული, სიმბოლური გარბენი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა, ადგილობრივ მცხოვრებლებთან და სპორტის მოყვარულებთან ერთად, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ და მისმა მოადგილემ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა მიიღეს.

ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებაა.

ცნობისთვის, ოლიმპიური საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1948 წლიდან აღინიშნება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით კი საქართველო მას 1994 წლიდან აღნიშნავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading