ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია საქართველოში თურქეთის ახალ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს, შეხვდა.

რწმუნებულმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის მრავალფეროვნება და სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს დეტალურად გააცნო ქვემო ქართლის სპეციფიკა, ხაზი გაუსვა მის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას, მხარეში შემავალი შვიდივე მუნიციპალიტეტის დიდ და გამორჩეულ ისტორიას.

რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა მხარის ინდუსტრიულ და აგრარულ სიძლიერეზე – განსაკუთრებით ქალაქ რუსთავის წარმოებასა და მეტალურგიულ დარგზე, ასევე ბუნებრივ წიაღისეულზე.

ელჩმა ინფორმაცია მიიღო რეგიონის უნიკალურ ისტორიულ მემკვიდრეობაზეც, მათ შორის დმანისსა და გადაჭრილ გორაზე.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ასევე საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading