მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა
იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტებმა 7 863 534 მგზავრს მოემსახურა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია (6 908 493).
საანგარიშო პერიოდში შესრულებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 26 855 შეადგინა, ჩარტერული ფრენების რაოდენობამ კი – 8 250. ჯამურად, 11 თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობა 35 105 იყო, რაც 18%-ით აღემატება 2024 წლის შედეგებს (29 871) და ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 4 981 865 მგზავრი მიიღო, ზრდამ 13% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 1 692 513-ს მიაღწია, რაც 7%-ით მეტია შარშან გადაყვანილ მგზავრებთან შედარებით. ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა – 1 165 767 მგზავრი, რაც 30%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სატვირთო გადაზიდვების ზრდა მეოთხე კვარტალშიც შენარჩუნდა: 11 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 33 924,485 ტონა შეადგინა, რაც 49%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერია Wizz Air, რომელმაც 1 309 716 მგზავრი მოემსახურა, ბაზრის 17%-იანი წილით. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით მგზავრთნაკადის მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება:
- Wizz Air Hungary – 17%
- Georgian Airways – 8%
- Pegasus – 7%
- Turkish Airlines – 7%
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.