13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად სწორედ ანდრია მოიხმო, ამიტომაც მიენიჭა ეპითეტი „პირველწოდებული“.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად, დედაღვთისამ მოუწოდა ანდრიას საქართველოში წამოსვლა და აუწყა,რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. საქართველოში იგი პირველად დიდ აჭარაში შემოვიდა და თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ხატი.

წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება და 13 დეკემბერს – წმინდანის დღესასწაული.

სოფელ დიდ აჭარაში დღემდე შემონახულია ტაძრის ნანგრევები, რომელსაც თავად წმინდა ანდრია პირველწოდებული აუშენებია.

ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება ღვთისმსახურება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading