მარნეულში, N4 საჯარო სკოლაში, მე-8 კლასის მოსწავლე თანაკლასელმა დანით დაჭრა

შემთხვევა სკოლაში, სასწავლო ტერიტორიის ფარგლებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანებები თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მდგომარეობა სტაბილურია, ნათქვამია ადგილობრივი მედიის, Marneulinews-ის მიერ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების საქმეს ეხება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading