საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო – ანიტა აბგარიანისთვის მხარდაჭერა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან

საქართველოს წარმომადგენელზე ხმის მიცემა ონლაინ ხმის მიცემის პლატფორმაზე ხორციელდება: vote.junioreurovision.tv

როგორ მივცეთ ხმა:

  • შედიხართ პლატფორმაზე;
  • უყურებთ მოკლე ვიდეოკოლაჟს;
  • ირჩევთ საქართველოს და დამატებით ორ ნებისმიერ ქვეყანას;
  • აძლევთ ხმას, (მაგ., 1+2; 4–3) და ადასტურებთ არჩევანს.

ხმის მიცემა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათამდე გაგრძელდება – იმ მომენტამდე, როცა კონკურსის პირდაპირი ეთერი დაიწყება.
თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა კიდევ 15 წუთით განახლდება, რაც მსურველებს მეორედ ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევს.

გამარჯვებული გამოავლინება მაყურებლის და ჟიურის ხმების ჯამური ქულებით. ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე წელს 11 წლის ანიტა აბგარიანი მონაწილეობს.

მისი საკონკურსო სიმღერა „Shine Like a Star“ გიგა კუხიანიძის კომპოზიციაზეა შექმნილი. ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთმა წევრმა – სწორედ ამ ჯგუფმა მოუტანა საქართველოს გამარჯვება საბავშვო ევროვიზიაზე 2011 წელს.

ვიდეოკლიპი პირველი არხის გუნდმა მოამზადა. რეჟისორია თემურ კვირკველია, კოსტიუმის ავტორი – იზა ნადარეიშვილი. გადაღებები უფლისციხეში נערәღო, ხოლო ანიტას კლიპში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი ახლავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading