13 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის, ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა

ქართლის მეფე, სარდალი და სახელმწიფო მოღვაწე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

ვახტანგ გორგასალი 15 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 45 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. მისი მეფობა მნიშვნელოვანი იყო როგორც სახელმწიფოებრივი გაძლიერების, ისე ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლების თვალსაზრისით. მეფეს უკავშირდება ტფილისის გაძლიერება, სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა და კათალიკოსობის შემოღების მცდელობა.

ვახტანგ გორგასალი ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად აღესრულა. გარდაცვალების წინ მან ქართველ ერს ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებისკენ მოუწოდა. მისი ხსენების დღე 13 დეკემბერს აღინიშნება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading