მარნეულის კულტურის ცენტრის ანსამბლ „იბერიას“ სოლისტმა საუკეთესო ქალი შემსრულებლის ტიტული მოიპოვა

მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლ „იბერიას“ სოლისტი ანი შუბითიძე კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ საუკეთესო სოლო (ქალი) შემსრულებლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებულს ფულადი ჯილდოც გადაეცა.
ფესტივალი ქალაქ რუსთავიში, რუსთავის მერიას ინიციატივით, წელს უკვე მესამედ გაიმართა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს უმასპინძლა.


ანი შუბითიძის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქორეოგრაფებს – ბესარიონ კიპაროიძესა და ნინი ქველაძეს.
