მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი №5 საჯარო სკოლაში გამართულ სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, ქალაქ მარნეულის №5 საჯარო სკოლაში გამართულ სასწავლო წლის შემაჯამებელ საზეიმო ღონისძიებას – „წლის ბოლო აკორდს“ დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს.


დაურ ისმაილოვმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სკოლა თავადაც აქვს დამთავრებული, რის გამოც ღონისძიება მისთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო. მან სასკოლო წლები და მშობლიურ სკოლაში გატარებული პერიოდი გაიხსენა.
,,როგორც ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა, ემოციურად გავიხსენე ჩემს მშობლიურ კედლებში გატარებული ბავშვობის წლები და სასკოლო პერიოდი.


განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადე მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, ხოლო მოსწავლეებს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ”- განაცხადა დაურ ისმაილოვმა
მერმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის, ხოლო მოსწავლეებს მომავალ საქმიანობასა და სწავლაში წარმატებები უსურვა.

