ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში წელს პენიტენციური სისტემის 36 ბრალდებული და მსჯავრდებული მონაწილეობს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსჯავრდებულთა განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და მუდმივად იღებს ზომებს, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი იყოს შესაბამისი გარემო და შესაძლებლობა უმაღლესი განათლების მისაღებად.
მსჯავრდებულებს უზრუნველყოფილი აქვთ როგორც საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, ისე საჭირო ტექნოლოგიური საშუალებები.
სისტემაში წარმატებით ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომლის მეშვეობითაც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.
განათლების გზით რეინტეგრაციის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მსჯავრდებულების საზოგადოებაში დაბრუნების და წარმატებით ინტეგრაციის შანსს.




