ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მიწის რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონალური მმართველი ლევან ხარაბაძე, სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები.

შეხვედრაზე განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პროგრესი, მიღწეული შედეგები და 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილი სამუშაოები. რეფორმის ფარგლებში რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების აზომვა და რეგისტრაცია. აქამდე 183 500-ზე მეტი ნაკვეთი აზომილია, ხოლო 2022 წლიდან დღემდე 1,8 მილიონზე მეტი ნაკვეთი რეგისტრირებულია. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1,3 მილიონზე მეტ ნაკვეთზე.

მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ვებპორტალზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სამსახურს. რეგისტრაციის პროცესში ჩართვისთვის, განცხადების შეტანა შესაძლებელია იუსტიციის სახლში, ადგილობრივ თვითმმართველობებში ან ონლაინ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე რწმუნებულის მოადგილეები ილია ჯალაღანია, გიგა ნამიჭეიშვილი, ნიკა კობახიძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სხვა წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading