ავიაკომპანია INDIGO მუმბაი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს

აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს – 2 აგვისტოდან მუმბაი-თბილისი-მუმბაის რეგულარული პირდაპირი რეისები დაიწყება. ავიაკომპანია ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს.

მუმბაი ინდოეთის მეორე ქალაქი იქნება, რომელიც დელის შემდეგ პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდება საქართველოს. შედეგად, საქართველოსა და ინდოეთს შორის რეგულარული პირდაპირი რეისების რაოდენობა კვირაში 10-მდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ INDIGO ამ დრომდე დელი-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებს ახორციელებდა. მუმბაის მიმართულების დამატება, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ტურიზმის განვითარებისთვის, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნესკავშირების გაღრმავების კუთხით.

2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი სააჰერო გზით 56 241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის, იმავე პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის 123-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა. აზიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 2024 წელს 112 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში, საშუალოდ, 1900-მდე ფრენას ასრულებს. IndiGo ამ ეტაპზე 400-მდე ავიახომალდს ფლობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading