სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ შინდისში, ფიზიკური პირი ბაადური მეზურნიშვილის კუთვნილ ობიექტზე, გამოავლინეს ცხოველთა არალეგალური სასაკლაო.

კუსტარულად მოწყობილ ობიექტზე, სანიტარული-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა ცხოველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით. შემოწმების პროცესში გამოვლინდა 600 კგ-მდე საქონლისა და 200 კგ-მდე ცხვრის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება – ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას განაგრძობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading