საქართველოს სავაჭრო პალატის ბიზნეს მისია უზბეკეთში საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით ტაშკენტს პირველად ეწვია ქართული ბიზნეს დელეგაცია

დელეგაციაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე წამყვანმა ქართულმა კომპანიამ სხვადასხვა სექტორებიდან:

სოფლის მეურნეობა | კვების მრეწველობა | მშენებლობა | ლოგისტიკა | IT | ტურიზმი | ჯანდაცვა | ფინანსური სექტორი და სხვა.

უზბეკეთის მხრიდან მონაწილეობდა 200-მდე კომპანია და საჯარო სექტორის წარმომადგენლები

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა B2B შეხვედრები

უზბეკეთის ბიზნეს წრეებს გააცნეს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები

დეველოპერული სექტორისთვის მოეწყო საველე ვიზიტები. უზბეკეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ტაშკენტის სამშენებლო ობიექტებზე და განაშენიანების ზონებში მოეწყო საველე ვიზიტები – ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ადგილზე გააცნეს დეველოპერული შესაძლებლობები

დელეგაციამ ასევე მოინახულა ტაშკენტის Tech Park , უზბეკეთის წამყვანი ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც სტარტაპებსა და IT კომპანიებს სთავაზობს ინოვაციურ გარემოს და მხარდაჭერას.

„ეს არის საქართველოს პირველი ბიზნეს მისია უზბეკეთში. უზბეკეთი საქართველოსთვის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი, რომელიც სწრაფად ვითარდება, ჰყავს ახალგაზრდა და მზარდი მოსახლეობა. ქვეყანას აქვს მზარდი საინვესტიციო პოტენციალი და შესაბამისად იხვეწება ბიზნეს გარემოც.

ამავე დროს ქართულ ბიზნესს აქვს როგორც შესაძლებლობა, ისე მზაობა, რომ თავიანთი გამოცდილება გაიტანონ უზბეკეთის ბაზარზე – განახორციელონ ინვესტიციები და გააფართოონ საერთაშორისო პარტნიორობა.

სავაჭრო პალატა მომავალშიც გააგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას ახალი შესაძლებლობებით“ — გიორგი პერტაია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading