უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები აჭარასა და გურიაში გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულმა სამმართველომ უკანონო ტყითსარგებლობის ორი შემთხვევა გამოავლინა:
🔹 შუახევი: სოფელ მახალაკიძეების მიმდებარედ მოქალაქე ავტომობილით 14 ერთეულ წიწვოვან მორაკს უკანონოდ გადაჰქონდა.
🔹 ჩოხატაური: სოფელ ზოტში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში, აღმოჩნდა 7 მორი და 5.68 მ³ ფიცარი, უკანონოდ მოპოვებული. სამართალდამრღვევმა წინააღმდეგობის გაწევაც სცადა, რის გამოც დამატებით დაუმორჩილებლობის მუხლითაც შედგა ოქმი.

❗ ორივე ფაქტზე საქმეები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა, რადგან ისინი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

✅ დეპარტამენტის ეკიპაჟები 24/7 რეჟიმში პატრულირებენ, ხოლო თითოეულ შეტყობინებაზე ცხელ ხაზზე (153) მყისიერი რეაგირება ხორციელდება.