ვაზიანში ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო სამედიცინო სწავლება ჩატარდა
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, ვაზიანის სასწავლო ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სწავლება ჩაატარა, რომლის მიზანი იყო სამხედრო სამედიცინო ქვედანაყოფების შეფასება და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება.
📍 სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი.
👨⚕ შეფასების პროცესს ხელმძღვანელობდნენ ნატოს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრის ექსპერტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ნიდერლანდებიდან.
🌍 სწავლება ფოკუსირებული იყო ქართული ქვედანაყოფების საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
📆 ინიციატივა 2021 წლიდან ხორციელდება და მას გერმანიისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთობლივად ხელმძღვანელობენ.
🎯 თავდაცვის სამინისტრო მიზნად ისახავს სამხედრო სამედიცინო მზადყოფნის გაუმჯობესებას, ეროვნული უსაფრთხოებისა და ნატოსთან ოპერატიული თავსებადობის განმტკიცებას.